saqarTvelos mdinareebi - fca
სიგრძე | 1.8 კმ |
აუზის ფართობი | 719 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 12.5 მ³/წმ |
მდინარე შიდა ქართლის მხარეში. წარმოიქმნება მდინარეების შუა ფრონისა და დასავლეთის ფრონის შეერთებით, ერთვის მტკვარს მარცხნიდან. საკუთრივ ფცის სიგრძე 10,8 კმ. აუზის ფართობი 719 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზაფხულსა და ზმთარში. საშუალო წლიური ხარჯი 12,5 მ³/წმ.